Search our sites

Search past winners/finalists


  • MESA logo

ქართული

IBA Montage

თქვენს ორგანიზაციას ვიწვევთ ნომინაციების წარსადგენად, Stevie® Awards for Sales & Customer Service-ის 2025 წლის (მე-19 ყოველწლიურ) დაჯილდოებაზე. მსოფლიოს მთავარი ჯილდო მომხმარებლის მომსახურებაში, ბიზნესის განვითარებასა და გაყიდვების სპეციალისტებში, წარმოდგენილია პრესტიჟული International Business Awards®-ისა და American Business Awards®-ის შემქმნელებისგან.

თუ გსურთ სარეგისტრაციო კრებულის მიღება, სადაც მოცემული იქნება ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ და წარადგინოთ თქვენი ნომინაციები, წარმოადგინეთ თქვენი ელფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით მას. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი კონფიდენციალურობის პოლიტიკა და არ გავუზიარებთ თქვენი ელფოსტის მისამართს არავის, არანაირი მიზეზით.

 

ეს არის ერთადერთი გვერდი ამ ვებგვერდზე, რომელსაც ნახავთ ამ ენაზე. ყველა სხვა გვერდი ინგლისურ ენაზეა ისევე, როგორც სარეგისტრაციო კრებული. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვითხოვთ, რომ ნომინაციების წარდგენა მოხდეს ინგლისურ ენაზე, რათა ბიზნესმენებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლონ მონაწილეობა განხილვის პროცესში.

Stevie Awards for Sales & Customer Service-ის შესახებ

Stevie Awards for Sales & Customer Service აჯილდოვებს მომხმარებლის მომსახურების, სააბონენტო მომსახურების, ბიზნესის განვითარებისა და გაყიდვების სპეციალისტების მიღწევებს, მსოფლიო მასშტაბით. Stevie Award-ის ორგანიზაცია, რომელიც გადასცემს ჯილდოებს, დაფუძნებულია აშშ-ში. ისინი არიან Stevie Awards-ის რვა სხვადასხვა კონკურსის ორგანიზატორები, რომელთა შესახებაც შეგიძლიათ შეიტყოთ მისამართზე: www.StevieAwards.com The Stevie Award პრიზი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ჯილდო გახდა მსოფლიოში.

2024 წელს, Stevie Awards for Sales & Customer Service გადაეცა 50-ზე მეტი ქვეყნის ორგანიზაციებსა და წარმომადგენლებს გალა ბანკეტზე, რომელიც გაიმართა ლას-ვეგასში, ნევადა, აშშ.. 2024 წლის გამოშვების გამარჯვებულების სიის სანახავად, დააწკაპუნეთ აქ.

კატეგორიები

არსებობს ჯილდოს მრავალი კატეგორია, საიდანაც ხდება არჩევანის გაკეთება Stevie Awards for Sales & Customer Service-ის დროს. თუ აირჩიეთ მონაწილეობა, თქვენ ასევე უნდა აირჩიოთ კატეგორიები, რომლებიც შეესაბამება იმ მიღწევებს, რომელთა აღიარებაც სურს თქვენს ორგანიზაციას და მოამზადოთ თქვენი ნომინაციები ამ კატეგორიებისთვის არსებული ინსტრუქციების შესაბამისად. არსებულ კატეგორიებს შორის წარმოდგენილია შემდეგი კატეგორიები:

  • გაყიდვები  
    • გაყიდვების სპეციალისტები
    • გაყიდვების გუნდი
    • გაყიდვების მიღწევა
    • გაყიდვების განსხვავებულობა
  • მომხმარებლის მომსახურება და სააბონენტო მომსახურება
    • მომხმარებლის მომსახურებისა და სააბონენტო მომსახურების სპეციალისტები
    • მომხმარებლის მომსახურებისა და სააბონენტო მომსახურების გუნდი
    • მომხმარებლის მომსახურებისა და სააბონენტო მომსახურების მიღწევა
    • მომხმარებლის მომსახურების განყოფილება
    • მომხმარებლის მომსახურების წარმატება
  • ახალი პროდუქცია და მომსახურება
  • გადაწყვეტის პროვაიდერი
  • ბიზნესის განვითარება

კატეგორიების ჩამონათვალი და აღწერა წარმოდგენილია შეყვანის კომპლექტში.

ნომინაციებისთვის საჭიროა 650-სიტყვიანი წერილობითი ნარკვევის წარდგენა, სადაც აღწერილი იქნება ნომინანტის მიღწევები შესარჩევ პერიოდში, ან დაახლოებით ხუთ (5) წუთიანი ვიდეო, რომელიც იგივეს აღწერს. ნომინანტი შეიძლება იყოს ინდივიდუალური პირი, გუნდი, ახალი პროდუქტი თუ მომსახურება ან მთელი ორგანიზაცია.

ჯილდოები

2025 წლის Stevie ჯილდოები გაყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურების კატეგორიებში გამოცხადდება 6 მარტს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე 10 აპრილს. გამარჯვებულებს არ მოეთხოვებათ ცერემონიაზე დასწრება.

საკონტაქტო დეტალები

Stevie Awards-ს ჰყავს წარმომადგენლები მრავალ ქვეყანაში. ეს წარმომადგენლები გაავრცელებენ ინფორმაციას და დაეხმარებიან ორგანიზაციებს ქვეყანაში, მონაწილეობა მიიღონ დაჯილდოებაში. იმისათვის, რომ განსაზღვროთ, არის თუ არა თქვენს ქვეყანაში წარმომადგენელი, ასევე შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს შემდეგ მისამართზე:

Du kan også kontakte arrangørerne på følgende adresse:

The Stevie Awards
10560 მეინ სთრითი, ოთახი 519
ფეარფაქს, ვირჯინია 22030, აშშ
ტელეფონი: +1 703-547-8389
ფაქსი: +1 703-991-2397
ელფოსტა: help@stevieawards.com